პრემიერ-მინისტრის მიმართვა ევროპელ ლიდერებს
ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე საათებით ადრე თბილისიდან ბრიუსელში წერილები იგზავნება. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს მიმართავს. საქართველოს პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს აჯამებს და კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს. წერილებში დეტალურად არის განხილული სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები და ხაზგასმულია, რომ რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს 14-15 დეკემბრის სამიტზე საქართველო - მნიშვნელოვანი აქცენტები იკითხება იმ დასკვნაში, რომელიც სამიტის წინ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო. ევროკომისიის მიერ გაცემული ახალი რეკომენდაციების შესრულება, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, კონსტრუქციულობის გამოვლენა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან და პოლარიზაციის დასრულება მთავარი გზავნილებია. დასკვნაში საუბარია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და სასამართლო რეფორმაზეც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრონიკა 20:00 საათზე - 13 დეკემბერი, 2023 წელი
TV IMEDI
პრემიერის მიმართვა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპულ კოლეჯში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრემიერ–მინისტრი #16 პენიტენციურ დაწესებულებაში
Irakli Gharibashvili
პრემიერ–მინისტრი #16 პენიტენციურ დაწესებულებაში
Irakli Gharibashvili
საქართველო-ევროპის საბჭო-20 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენასამბლეაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster