„ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტები"


„ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტები\",- ამ სახელწოდების სპექტაკლი დღეს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. თელავის და რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ლაშა ბუღაძის პიესა რეჟისორმა - რობერტ სტურუამ დადგა.
რუსთაველის და თელავის თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გასულ წელს გაფორმდა, ორივე მხრიდან მსახიობების გაცვლას ითვალისწინებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/17Ci5Jy

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან