გაგიკ დავთიანის წიგნის პრეზენტაცია

03/23/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ცნობილი სომეხი პოეტის გაგიკ დავთიანის წიგნის - „ღია ბარათი\" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი, მოწვეული სტუმრები.

წიგნი „ღია ბარათი\" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა \"მერანის\" მხარდაჭერით გამოიცა.

გაგიკ დავთიანი - ცნობილი სომეხი პოეტი, ქართული პოეზიის ანთოლოგიის სომხურად მთარგმნელი და გამომცემელი მრავალი პრემიის ლაურეატია, საქართველოში მიღებული აქვს ივანე მაჩაბლისა და მაიაკოვსკის (საერთაშორისო) პრემიები.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან