თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს


„თელავის ნომერ მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს, როგორც ქალაქის, ასევე თემის საკრებულოებისთვის\" - ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „თანამგზავრთან\" კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით მკალავიშვილის თქმით, კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ შემაჯამებელი ოქმი შედგება. დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების\" თელავის კოორდინატორიც ესწრებოდა. ნინო პოპიაშვილის განცხადებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ThIfg3

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან