„ივერიელები"- თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
09/24/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიელების\" წარმომადგენლობამ ბრიფინგი გამართა და თელავის საოლქო - საარჩევნო კომისიას სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო ბრალი. ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, 2012 წლის არჩევნების დროს თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის წევრები ხელს აწერდნენ ისეთ საბუთებზე, რომლის ჩაბარების უფლებაც არ ჰქონდათ. „ივერიელების\" წარმომადგენელი საოლქოს ხუთი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. მისი განცხადებით, თელავში არსებულ 54 საარჩევნო უბანს საოლქო წევრებმა ბიულეტინების არასაკმარისი რაოდენობა გადასცეს. თელავის საარჩევნო- საოლქო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებას უაყოფს და განმარტავს, რომ საკუთარ მოვალეობებს ის კანონის სრული დაცვით ასრულებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16wOTOZ
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16wOTOZ