ეროვნული გმირის გახსენება

18.08.2018 01:46

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ანწუხელიძეს დღე 34 წელი შეუსრულდებოდა. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, 23 წლის ჯარისკაცი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოსი სეპარატისტების მიერ მოკლული ქართველი სამხედრო იყო. გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მას ორი შვილი დარჩა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: