აფხაზეთში დაღუპული კაპრალის გახსენება

16.08.2021 01:54

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში. 2002 წლიდან ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვარკეთილში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა
01:52

ვარკეთილში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ხსოვნას პატივი მიაგეს ახალშენში
01:06

აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ხსოვნას პატივი მიაგეს ახალშენში

Ajara TV

აფხაზეთში დაღუპული გმირი დღეს დაკრძალეს
02:08

აფხაზეთში დაღუპული გმირი დღეს დაკრძალეს

TV 25

აფხაზეთში დაღუპული გმირების დაჯილდოვების ცერემონიალი
04:49

აფხაზეთში დაღუპული გმირების დაჯილდოვების ცერემონიალი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
00:26

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პ...

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
02:00

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პ...

თავდაცვის სამინისტრო

თინა ხიდაშელმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო
00:58

თინა ხიდაშელმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მ...

PalitraNews

გია ვოლსკი აფხაზეთში დაღუპული გმირის ზურაბ ძამუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
01:01

გია ვოლსკი აფხაზეთში დაღუპული გმირის ზურაბ ძამუნაშვილის ოჯახ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო