ქართული ხელნაწერები ლონდონში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, ბიბლიოთეკის დირექტორს შეხვდნენ და ქართული ხელნაწერები დაათვალიერეს. ბიბლიოთეკაში სულ ცხრა ქართული ხელნაწერი ინახება აქედან 7 უძველესია. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერი იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია შესრულებული და მე-11 საუკუნით თარიღდება. წმინდა მამების ცხოვრებას რამდენიმე ავტორი ასახავს, მათ შორის ერთ-ერთია ათანასე, იერუსალიმის პატრიარქი. ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება ასევე პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: მრწამსი, პირველი ნაბეჭდი ბიბლია, ასევე დაუჯდომელი ლოცვები და ფსალმუნები. ბრიტანეთის ბიბლიოთეკის დირექტორთან შეთანხმების შედეგად უახლოეს მომავალში ხელნაწერის გაციფრულება მოხდება, რის შემდეგაც მასზე წვდომა და მისი შესწავლა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებსაც შეეძლებათ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქართული ხელნაწერები ლონდონში
culturegovge culturegovge
ქართული ხელნაწერები ლონდონში
culturegovge culturegovge
ლონდონში უნიკალური ქართული ხელნაწერები გაიგზავნა
TV IMEDI
ქართული ხელნაწერები
culturegovge culturegovge
ქართული ხელნაწერები იუნესკოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ხელნაწერები UNESCO-ს რეესტრში, „რუსთავი 2“. 10.01.20...
National Archives of Georgia
ქართული ხელნაწერები UNESCO-ს რეესტრში, „ერთსულოვნება“. 10.01...
National Archives of Georgia
ქართული ხელნაწერები UNESCO-ს რეესტრში, „იმედი“. 10.01.2018
National Archives of Georgia