ქართული ხელნაწერები ლონდონში

04/23/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, ბიბლიოთეკის დირექტორს შეხვდნენ და ქართული ხელნაწერები დაათვალიერეს.

ბიბლიოთეკაში სულ ცხრა ქართული ხელნაწერი ინახება აქედან 7 უძველესია. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერი იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია შესრულებული და მე-11 საუკუნით თარიღდება. წმინდა მამების ცხოვრებას რამდენიმე ავტორი ასახავს, მათ შორის ერთ-ერთია ათანასე, იერუსალიმის პატრიარქი.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება ასევე პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: მრწამსი, პირველი ნაბეჭდი ბიბლია, ასევე დაუჯდომელი ლოცვები და ფსალმუნები.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის დირექტორთან შეთანხმების შედეგად უახლოეს მომავალში ხელნაწერის გაციფრულება მოხდება, რის შემდეგაც მასზე წვდომა და მისი შესწავლა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებსაც შეეძლებათ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან