20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა 16 სექტემბრისთვის გადაიდო

09.09.2019 01:58

20-21 ივნისს აქციაზე დაკავებული შვიდი მონაწილის საქმის განხილვა 16 სექტემბრისთვის გადაიდო. საქმის არსებითი განხილვის პირველ სასამართლო სხდომაზე დღეს მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი პროცესზე არ გამოცხადებულა. სხდომის გადადებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოყვა. მათი განცხადებით, ეს პირები უდანაშაულოდ არიან დაკავებული და საქმე ჭიანურდება. ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის მეუღლის განცხადებით, დაკავებული უკვე მე-11 დღეა შიმშილობს და მათ სასამართლოს წარუდგინეს „ფორმა 100“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სასამართლო სხდომა აქციის ფონზე დაიწყო. დაკავებულთა ახლობლები, აქციაზე მყოფი მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავება უკანონობაა და სასამართლო ხელისუფების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა დაიწყო
02:52

20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა დაიწყო

პირველი არხი - LIVE

20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა გრძელდება
01:50

20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

20-21 ივნისის აქციებზე დაკავებულების საქმე
00:54

20-21 ივნისის აქციებზე დაკავებულების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე
08:56

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება
01:10

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დადგენილების სამი პროექტი
04:18

დადგენილების სამი პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსასამართლომ  20-21 ივნისს დაზარალებულიების   საქმეების განხილვა დაიწყო

ევროსასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებულიების საქმეების გ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დადგენილება 20 21 ივნისის მოვლენებზე
05:17

დადგენილება 20 21 ივნისის მოვლენებზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო