რა ინფორმაციას ფლობს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებულ საქმეზე


რა ინფორმაციას ფლობს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში — გია გულორდავა უკვე 4 საათია, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. ზუგდიდის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ის აცხადებს, რომ ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან თანხა არ მიუღია და ეს პირი მერიას სთხოვდა ზუგდიდში კონკრეტულ ლოკაციებზე უძრავის ქონებების იჯარის წესით გადაცემას, რაზეც გილორდავას თქმით, მერიის პასუხი იყო, რომ მას აუქციონში უნდა მიეღო მონაწილეობა და თუ გაიმარჯვებდა, ამ ქონებას დაეუფლებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირკვიამ ქრთამის სახით ათი ათასი დოლარი გადაუხადა მერიის უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებს და მას შემდეგ, რაც შეთანხმება ვერ შედგა, მას მწვავე საუბარი ჰქონდა ზუგდიდის ყოფილ მერთან. ლაშა გოგია ამჟამად ჩეხეთში იმყოფება.

მან გადადგომაზე განცხადება ორი დღის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან