პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
04/01/2024
საარჩევნო სიების შედგენისას ქალების კვოტირება დიდი ალბათობით სავალდებულო აღარ იქნება.
ექვსი წლის წინ მიღებული კანონი შესაძლოა გაუქმდეს. „გირჩის“ ინიციატივამ პარლამენტში ვნებათაღელვა გამოიწვია. შეთანხმება შედგა - ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ პროექტს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება. სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ „გირჩისგან“ იღებს პირობას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისას საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას გაიზიარებს. ეს ნიშნავს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ სიებში აღარ იქნება სავალდებულო, რომ ყოველ ოთხეულში ერთი ქალი იყოს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დროებით ნორმას, რომელიც წლების წინ მმართველმა პარტიამ პარლამენტში გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მოტივით დაამტკიცა.
ოპოზიცია „გირჩის“ ინიციატივის მიღმა მმართველი ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. 2018 წელს მიღებული კანონის შეცვლის გამო „ქართულ ოცნებას“ განმარტებების გაკეთება უწევს. ქალების დისკრიმინაცია თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებში მათი ჩართვის ხელშეწყობა - დღეს ინიცირებული პროექტის განხილვები, სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.