მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე სპიკერად შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირას უყრიან კენჭს. მას თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და საკითხზე გუნდში ამ დროიდან საუბრობდნენ. კუჭავა აცხადებს, რომ შორს არ მიდის და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მისი თქმით, მომავალი წლიდან საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, რომლის შესახებაც მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე საუბრობს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.