პოლონეთის პრეზიდენტი რადას მიმართავს
ამ წუთებში უკრაინაში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს. უკრაინელი დეპუტატები მას ოვაციებით შეხვდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ კანონპროექტზე, „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. დღესვე ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ანჯეი დუდა უკრაინას ბოლოს აპრილის შუა რიცხვებში სტუმრობდა, რა დროსაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა, ირპინი და ბოროდიანკა მოინახულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლონეთის პრეზიდენტი რადას მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში და საერთაშორისო მხარდაჭერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება
TV 25
პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აღმოსავლელი პარტნიორების არ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში
TV IMEDI