პოლონეთის პრეზიდენტი რადას მიმართავს
„უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს. საპასუხოდ კი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი, პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ამასთან ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, ჯერ უკრაინის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღებული. მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთის სეიმს, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში გადასული უკრაინის მოქალაქეების დახმარების თაობაზე, ბოლო დროს მიღებული კანონისთვის. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება კანონპროექტი „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლონეთის პრეზიდენტი რადას მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში და საერთაშორისო მხარდაჭერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება
TV 25
პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აღმოსავლელი პარტნიორების არ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში
TV IMEDI