ამ წუთებში უკრაინაში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს. უკრაინელი დეპუტატები მას ოვაციებით შეხვდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ კანონპროექტზე, „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. დღესვე ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ანჯეი დუდა უკრაინას ბოლოს აპრილის შუა რიცხვებში სტუმრობდა, რა დროსაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა, ირპინი და ბოროდიანკა მოინახულა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.