წინასასამართლო სხდომა 5-6 ივლისის საქმეზე


5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა უკვე სამი საათია მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებებს იკვლევენ. საუბარია 27 პირის ბრალდების ეპიზოდებზე. მათ შორის არიან პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულები. საქმეები ოთხ ნაწილად გაიყო და  სხვადასხვა მოსამართლე იხილავს. სასამართლოს ეზოში სხდომების პარალელურად, შეკრებილები არიან ბრალდებულების მხარდამჭერები და ახლობლები. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც. ისინი ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 5-6 ივლისის ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის დროს, დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მათ დაზარალებულის სტატუსიც აქვთ მინიჭებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან