პრემიერი ტექნიკურ უნივერსიტეტში

26.03.2019 01:15

„წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში,“ - ასე ქვია სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.

ღონისძიებაზე დღეს სიტყვით  პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით,  საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა.

ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით გაიღრმავონ და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო