ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ოქროს დიადემა საირხიდან


კოლხეთის ოქროს ხსენებაზე, როგორც წესი პირველ რიგში ვანში აღმოჩენილი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები გვახსენდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბატონი ჯურხა ნადირაძის მიერ გათხრილი, საირხის ძვ.წ. V საუკუნის I ნახევრით დათარიღებულ სამარხში აღმოჩენილი ნივთები. სწორედ ამ სამარხშია წარმოდგენილი (ჩვენთვის დღემდე ცნობილი) პირველი კოლხური ოქროს დიადემა, რომელიც ვანის საოქრომჭედლო ხელოვნების უშუალო წინამორბედი და კოლხური სამკაულის მთავარი განმსაზღვრელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური საგანძურის დარბაზში, პირველად მოხდა საირხისა და ვანის ოქრომჭედლობის ნიმუშების ერთად გამოფენა, რაც აჩვენებს კოლხური საოქრომჭედლო სკოლის ერთიან და სისტემურ ხასიათსა და კოლხეთის სამეფოს ძლიერებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან