იენს სტოლტენბერგის განცხადება

10.03.2022 01:14

„ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, - შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“ - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა ევროპის უსაფრთხოება შეარყია, საპასუხოდ კი, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ და უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთს დიდი საფასური დააკისრეს. გენერალური მდივნის თქმით, პუტინს ნატო ნაკლები დოზით სურდა საზღვრებთან, თუმცა, მისი სისასტიკისა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგთან გაზრდილი კონტინგენტი მიიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania