ევროკომისიის ახალი სტრატეგია

17.06.2021 02:49

„რუსეთის მცდელობების მიმართ, შეარყიოს ევროკავშირი, ევროგაერთიანება უფრო მდგრადი უნდა იყოს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს სისტემური და ერთიანი პასუხი გასცეს“, - წერია  ევროკომისიის მიერ წარდგენილ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიაში. დოკუმენტში საქართველოს შესახებაც ვკითხულობთ, - „რუსეთი პირდაპირ სამხედრო ძალას და ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართვას მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელსაც თავადვე აღვივებს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ისევე როგორც ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, კერძოდ სირიასა და ლიბიაში“, – წერია სტრატეგიაში.  ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: