სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი


დაიკავებს თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობას ლევან იოსელიანი. მისი კანდიდატურა პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინეს. უკვე ცნობილია, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები მას მხარს დაუჭერენ. განსხვავებულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოსაზრება, რომელიც არ აპირებს იოსელიანის მხარდაჭერას. „ქართულ ოცნებაში“ „მოქალაქეების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას საინტერესოს უწოდებენ.

ახალი სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც პარლამენტს მოუწევს, სწორედ ომბუდსმენის არჩევაა. ეს ერთ-ერთი პუნქტია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან