სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კლინიკის პოზიცია


იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება ან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა - კითხვა კლინიკა „ვივამედის“ განცხადებამ გაააქტიურა, რომელშიც მენეჯმენტი შეთავაზებულ მკურნალობაზე უარის თქმის არგუმენტით პენიტენციურ სამსახურს სთხოვს, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაყოვნების მიზანშეწონილობა განიხილოს.

კლინიკის მენეჯმენტს მწვავედ აკრიტიკებს ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა და გუნდი, რომელიც „ვივამედის“ წერილის მიღმა სუს-ის კვალს ხედავს და სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს პროგნოზირებს.

სწორედ ექს-პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მხარდამჭერებს 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, ოჯახი კი სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნას აანონსებს.

ციხეში გადაყვანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სახალხო დამცველიც, რომლის წარმომადგენელმა დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი მიიღო. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან კონსილიუმის სასწრაფოდ შესვლას ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან