დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება - მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ხვალაა დაგეგმილი. პანელის ფარგლებში, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მოლოდინია, სადისკუსიო ფორმატში საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, სამხრეთის დერეფნის პროექტის პოტენციალსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრებს. მანამდე კი ორმხრივი შეხვედრები იმართება.

დისკუსიები უკვე გაიმართა მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან, რის შემდეგაც ქართული მხარე ახალ ბიზნესწინადადებებს და პროექტებს აანონსებს. ასევე, შედგა პოლიტიკური მაღალი რანგის შეხვედრებიც, ირაკლი ღარიბაშვილმა აუდიენცია გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან.

შეგახსენებთ, რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ომის წარმოების ფონზე, ფორუმის მთავარი თემებია ომით და ასევე პანდემიით გამოწვეული სასურსათო და ენერგოკრიზისი, დასაქმების პრობლემები და კლიმატური ცვლილებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან