აშშ-ის განცხადება ერდოღანის გადაწყვეტილებაზე


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, თურქეთის ხელისუფლებისგან შეერთებული შტატების ელჩის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ ერდოღანის განცხადების ახსნა-განმარტებებს ელოდებიან. თურქეთის საგარეო უწყებას ამერიკისა და კიდევ ცხრა ქვეყნის ელჩი, პერსონა ნონ-გრატად ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გუშინ, 23 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეკრების დროს განაცხადა, რომ საგარეო უწყებას მისცა დავალება 10 ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს. მათ შორის ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები. 10 ქვეყნის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბიზნესმენი თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან