ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური ოჯახების წარმომადგენლებს ზუგდიდში

03/03/2017
Radio Atinati-ის მიერ

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ასოციაცია „იმედის“ ოფისში ქართული-აფხაზური შერეული ოჯახის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც „დევნილ ქალთა საზოგადოების“ წევრები არიან.
შეხვედრაზე არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა იმ ახალ მიდგომებზეც ისაუბრა, რომელიც აქვს სამინისტროს „მშვიდობის მშენებლობის“ კუთხით. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვა. მინისტრის განცახდებით, მთავრობა მუშაობს, რომ ამ საკითხის პრევენცია მოხდეს.

„ეს ქალბატონები სახალხო დიპლომატიას აწარმოებენ და ხელს უწყობენ შერიგების პროცესს, რაც აუცილებელია და უალტერნატივოა, რათა ჩვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას თქმით, ქართულ-აფხაზური ოჯახები ნდობის აღდგენისა და აფხაზურ საზოგადოებასთან კონტაქტების დამყარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეხედრის მონაწილეების თქმით, მსგავს შეხვედრები აუციელებელია, რათა პრობლემური საკითხები ინდეტიფიცირდეს.

ქეთევან ციხელაშვილი ზუგდიდში შეხვედრებს დილიდან მართავს. ის ხურჩის საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახშიც მივიდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან