„ფაინ თრი ინთერნეიშენალის” მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და რუსთავის მერთან ერთად, კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალის” აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბერიძეს შეხვდა. ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებებისა და საკონდიტრო ნაწარმის სადისტრიბუციო კომპანიამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გერმანული ბრენდების ,,ჰუმანას“ და ,,ბალსენის” საკვები პროდუქტები გადასცა. სოციალური აქტივობის ფარგლებში, დახმარებას 156 ბავშვი, სულ 45 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონში „ფაინ თრი ინთერნეიშენალმა” სოციალური აქტივობა უკვე მორედ განახორციელა. სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპანიის წარმომადგენლებს შედეგიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა დახმარების პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. #ქვემოქართლი2020 #რუსთავი2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...