საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაცია


კიევის ოლქში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად, ალ ბარა შიშანი უკრაინელმა, ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2016 წელს აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შემდეგ, ის თურქეთში ჩავიდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებას აგრძელებდა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, კიევში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან