ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა


ქობულეთში ახალი სამედიცინო ცენტრი, „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო - კლინიკა ბომონდი“ გაიხსნა.

კლინიკა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებს მიიღებს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ცხელებისა და „კოვიდ-19“-ის მართვის ცენტრების ფუნქციასაც შეითავსებს. თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა ერთდროულად 25-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს. ცენტრში ათი ბოქსირებული პალატაა გახსნილი. საკურორტო სეზონზე, ცენტრის არსებობა ეპიდემიის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალი კლინიკა ქობულეთის ბავშვთა ყოფილი საავადმყოფოს ბაზაზე სამ კვირაში, მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან