შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან
ჩვენ ერთად გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა ქართველი ამომრჩევლის წინაშე და დაწყებული საქმე ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე; ამიტომ, თქვენი ინიციატივები, თქვენი შენიშვნები უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას გააკეთა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სიახლეები, რომელთა განხორციელებას მთავრობა განახლებული გუნდით გეგმავს, მოქალაქეებისთვის სასიკეთო იქნება. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს დაიწყება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა, რადგან ეროვნულ საგანძურს - ქართულ ხელნაწერებს, სათანადო ყურადღება სჭირდება. პრემიერის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და საქართველოს ექნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესაფერისი შენობა. პრემიერმა ასევე მიმართა მთავრობის წევრებს, უახლოეს სხდომაზე წარადგინონ „მთის კანონის“ პროექტი, რათა მისი დამტკიცება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ვეტერანთა დამსახურებას და აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება სჭირდებათ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებსაც სამთავრობო პროგრამა მოიცავს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვრცლად, მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი პროგრამა იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=5657
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ივანიშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან
პოლიტიკური პორტალი
შეხვედრა უმრავლესობასთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამბროლაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 9 საათზე, 25 მაისი, 2018 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил