ჭინკა

19.08.2017 04:00

სამყარო კეთილი და ბოროტი ძალების სამყოფელი იყო ოდითგანვე. მეგრულ ფოლკლორში თუ თქმულებებში ეს ორი ფენა როგორც კეთილი ასევე ბოროტი ძალებისა ასახულია. პატარა დემონური არსებები ჭინკები - მეგრულ ენაში ისინი სხვადასხვა სახელით გვხვდებიან. ეს ფორმებია ჭიჭკა, წირკე, ჭინკე,ჭინიკე და ჭინკა. საერთო ჯამში ყველა ეს სახელი ერთი მნიშვნელობისაა. თავად ამ არსების სახელწოდების წარმომავლობა ზედსართავი სახელიდან უნდა მომდინარეობდეს ჭიჭე- პატარა. ანუ პატარა არსება რამ. ჭინკების სიმაღლეზე სპეციალურ ლიტერატურაში წერია, რომ ისინი დაახლოებით სამი წლის ბავშვის სიმაღლისანი იქნებიანო. აქვთ შავი ტანი მთლიანად ბალნით შემოსილი დადიან ტიტვლები ხელ-ფეხსაც უცნაურად ამოძრავებენ არიან საკმაოდ მოქნილები და სწრაფები. ხშირად ისვრიან ქვებს, საკუთარ სახელს ეძახიან ადამიანებს და ა შ. წარსულის ნისლებში გახვეული მეგრული ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება გადაცემათა ახალი ციკლი ზაალ ჯალაღონიას ავტორობით. გვისმინეთ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 09:30 - ზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: