ხაზარაძე-ჯაფარიძემ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგეს
ოთხწლიანი სამართლებრივი დავა დასრულებულია - საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მომჩივანს, ანუ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარი აქვს გადასახდელი. არბიტრაჟმა კანონიერად მიიჩნია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2020 წელს მთავრობამ ხაზარაძის კომპანიასთან 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა. სწორედ ამ ფაქტის უკანონობის აღიარებას ითხოვდა პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი. მისი კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის სახით ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარი მიეცა. თავის დროზე ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადების მრავალჯერადად დარღვევა დასახელდა, თუმცა, მამუკა ხაზარაძე ამ ნაბიჯს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავდა. არბიტრაჟში დავის წაგების მიუხედავად, „ლელოს“ ლიდერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მაინც ხელოვნურად დაბლოკილად მიიჩნევს და საკუთარი უფლებების დარღვევაზე მიუთითებს. თავდაპირველი ინვესტორის ხმაურიანი განცხადებების გამო, სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის საკითხი უკვე წლებია, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არის ქცეული. არბიტრაჟის დადგენილებამ პოლიტიკურ განცხადებებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეწყვეტილი ხელშეკრულება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ტოვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბოლო გრადუსი" ▲▲▲ - ექსპედიცია თიბისი ბანკის 20 წლის იუბილე...
Artareatv
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დას...
TV IMEDI
„თიბისი ბანკის“ საქმე - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster