საპატრიარქოს განცხადება

15.05.2019 01:15

თბილისში 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება. განცხადება ამის შესახებ, საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე იგეგმება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, - მოსალოდნელია თუ არა მსვლელობის პარალელურად ადგილი ჰქონდეს 2013 წლის 17 მაისის მსგავს გამოსვლებს, - პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქო გეგმავს მშვიდობიან მსვლელობას და ემიჯნება მსგავს მოვლენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: