საპატრიარქოს განცხადება
5 ივლისს ქაშუეთის ტაძართან საპატრიარქო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით და ღვთისმშობლის პარაკლისს ჩაატარებს. განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიზანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია. „ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისთვის მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული პირველ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპატრიარქოს განცხადება
TV IMEDI
საპატრიარქოს განცხადება
TV IMEDI
საპატრიარქოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster