#მოამბე 21 საათზე, 8 აპრილი, 2024 #LIVE

08.04.2024 01:02:50

• პოლიტიკური ვნებათაღელვა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ და ცხარე კამათი ბიუროს სხდომაზე - ოპოზიციის ნაწილი ერთი წლის წინანდელი სცენარის განმეორებაზე საუბრობს; პრეზიდენტი ქვეყანაში წარმოდგენილ ელჩებს ხვდება და ინიციატივის კვლავ უკან გაწვევას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ცდილობს, მმართველი გუნდი კი წინააღმდეგობის მიუხედავად უკან დახევას არ აპირებს და სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას გეგმავს • საგადასახადო ამნისტიის შედეგად 145 000 ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი 600 მლნ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება - ინიციატივის მიზანი, მოსალოდნელი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სპეციალისტთა შეფასებები • სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე დღეიდან გერმანიის კანცლერიც გამოჩნდება - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო უწყებებისთვის აკრძალულ პლატფორმას ევროპელი ლიდერები წინასაარჩევნო აქტივობებში ახალგაზრდების მისამხრობად იყენებენ • ჯგუფური გამოფენა „საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე“ - ქვეყნის უახლესი ისტორია და70-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის; ქართველ მხატვართა ტილოებით გადმოცემული რეალობა და საბჭოთა ეპოქის გადააზრების მცდელობა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: