ანაკლიის ციხე-სიმაგრეში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართა.
„ღამის სერენადები“ 1982 წელს, მუსიკოსის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში დაარსდა, 1991წელს კი შეწყდა. რვა წლის წინ ფესტივალი ბათუმმა გააცოცხლა. სიმბოლურია, რომ ფესტივალი, რომელიც აფხაზეთში დაარსდა, წელს აფხაზეთთან ახლოს ჩატარდა. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთთან ახლოს, ანაკლიაში შედგა ეს ფესტივალი. სულ მინდოდა ბიჭვინთაში დაბრუნება, ძალიან მიყვარს როგორც აფხაზეთი, ისე სამეგრელო და მთელი საქართველო. მე ვცხოვრობ პარიზში, მაგრამ გული და სული მუდამ აქ არის, ეს უნდა იცოდეს მთელმა საქართველომ,’’-აღნიშნა ისაკაძემ.
ანაკლიაში კლასისური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესმა შეასრულეს. მათ მუსიკის საშუალებით გადმოსცეს სევდა, ტკივილი და ის დანაკლისი, რაც აკავშირებს ქართველ ხალხს აფხაზეთთან.
„ღამის სერენადები“ ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, მუსიკა და ხელოვნება ერთგვარი ერთობის, სიყვარულის და მეგობრობის ხიდის როლს შეასრულებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/