აგვისტოს ომის 15 წლისთავს უკრაინის პრეზიდენტიც ეხმაურება


აგვისტოს ომის 15 წლისთავს უკრაინის პრეზიდენტიც ეხმაურება. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.

აგვისტოს ომის 15 წლისთავს ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან