მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა


საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის თურქეთის ბაზარი იხსნება.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ფარმაცევტული კომპანიები წამლებს მეზობელი ქვეყნიდანაც შემოიტანენ, სადაც მედიკამენტები საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფად იყიდება. საუბარია თურქული წარმოების წამლებზე. თურქეთის ბაზრის გახსნის მთავარი მიზანი პრეპერატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ხელისუფლების გათვლებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტის შეღავათიან ფასში ყიდვის საშუალებას მისცემს. ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც, რომელიც ქართული სააფთიაქო ბაზრის ხუთწლიანი კვლევის შემდეგ მომზადდა. კონკურენციის და წამლებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ექსპერტები ახლა ელექტრონული რეცეპტების დანერგვას და ჯენერიკების პოპულარიზაციის ხელშეწყობას ითხოვენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან