ვითარება ბელარუსში

22.08.2020 00:36

სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. ის ამბობს, რომ  ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. „სწორედ ამიტომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა ითამაშოს შუამავლის როლი კრიზისის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებაში“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის ან მისი მეუღლე ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ციხანოვსკაიამ განაცხადა, რომ თავად ამას არ გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: