ვითარება ბელარუსში

11.08.2020 05:00

საპრეზიდენტო არჩევნების მძიმე კვალი ბელარუსში. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაწყებული აქციების დროს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, დაშავდა 200-მდე ადამიანი. მინსკში კვლავ სპეცრაზმი, შინაგანი ჯარების დანაყოფები და სპეც-ტექნიკაა მობილიზებული. ქვეყნიდან წავიდა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ციხანოვსკაია. ჯერ კიდევ მინსკში ყოფნის დროს ჩაწერილ და დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვებში ის დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდში ვარაუდობენ, რომ მიმართვა ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: