#ვიცავთრაჭას - ნინო ნაცვლიშვილი
https://mtisambebi.ge/ - „ტრაქტორებმა ამოთხრა რომ დაიწყეს, ეგრე ვამბობდით, ყველანი გავიდეთ და ტრაქტორის წინ დავწვეთ, რას მიზამს, ჩამმარხავს? ჩამმარხოს თუ ჩამმარხავს, მაგრამ ამას არავინ შეეგუება! არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ შქმერი ჭიათურის სოფლებივით დაანგრიონ და მოსპონ. ეს გზა რომ გააკეთეს, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ თუ თავის სასარგებლოდ უნდათ, რომ მადანი გაიტანონ და ტყე წაგვართვან, ნამდვილად არ გვინდოდა არც ეს გზა და არც არაფერი, ჩვენთვის ვიარსებებდით. რუსეთს რატომ უნდა მივცეთ რაჭის ტყე? რაც წაგვართვა, ამდენი ქალაქები, სოფლები და ადგილები, ის არ იყო საკმარისი, რომ 105 ათასი ჰექტარი ტყე კიდევ მიაქვს. ეგ რანაირი ქართველი ბიზნესმენია, მასეთ ხალხს საქართველოს მოღალატე ჰქვია. ჩვენ რას შეგვეკითხებიან რას გააკეთებენ ამ 49 წელში, იქნებ, ძალის გამოყენებით დაგვაშინონ კიდეც და სულ არ გვეცხოვრებოდეს აქ“ - ნინო ნაცვლიშვილი, სოფელ შქმერში მუდმივად მცხოვრები. ვითხოვთ რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ 104 712 ჰექტარი ტყის მოქცევას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ დავით ხიდაშელს გადასცეს (აუქციონის შედეგები უნდა გაუქმდეს). ეროვნულ პარკში უნდა შევიდეს მდინარე რიონი, მისი შენაკადები და შქმერის ტერიტორია, რომელსაც ჭიათურის მსგავსად აოხრება ემუქრება.
Mtisambebi / მთის ამბები-ის სხვა ვიდეოები
როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფე...
მე რო მარტუაი ვორ, გიჟად ნუ ჩამთვლით რა - მიხა პაპ...
დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამ...
დავით ქევხიშვილის დაკავება
50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასა...
სახლი აშენდა, ბედნიერებაა, რომ არ იცნობ და გვერდში...
ვაზაგაშვილის და ბრალდებულების ახლობლებს შორის სასა...
რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაშ...
მსგავსი ვიდეოები
დარღვევები რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების 49 წლით გადაცემი...
Mtisambebi / მთის ამბები
#ვიცავთრაჭას - გოგა გაგნიძე
Mtisambebi / მთის ამბები
#ვიცავთრაჭას - ლევან კერვალიშვილი
Mtisambebi / მთის ამბები
#ვიცავთრაჭას - მიშო დაუშვილი
Mtisambebi / მთის ამბები
მთავრობა რაჭაში ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებთან ადგილობრივე...
Mtisambebi / მთის ამბები
რაჭველები მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ
Mtisambebi / მთის ამბები
საპროტესტო მოძრაობა რაჭაში რუსი ოლიგარქის პარტნიორისგან ტყეე...
Mtisambebi / მთის ამბები