„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო

27.10.2018 01:58

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. "ომეგა ჯგუფში" შემავალმა თამბაქოს კომპანია „ოჯთ“- მ თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა, იმისთვის, რომ დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია „ოჯთ“-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს ინკასო მოხსნა, ასევე ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს. „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განცხადებით, დღის წესრიგში დგას ტელეკომპანია "იბერიის" მაუწყებლობის აღდგენაც, თუმცა, ეს დროის საკითხია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub