"ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა დაიწყო

27.10.2018 05:10

"ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა დაიწყო. ტელეკომპანია "იბერიამ", შესაძლოა, მაუწყებლობა განაახლოს, თუმცა, ეს დროის საკითხია. განცხადება ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა გააკეთა. ინფორმაცია გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალმა კომპანია “ოჯთ”-მ ბიუჯეტში თანხის ნაწილი გადარიცხა და მის ანგარიშს ინკასო მოეხსნა. თამარ წიკლაური გვეტყვის, სულ რა თანხა გადაიხადა "ომეგა ჯგუფმა" და რა შემხვედრი ნაბიჯი შეიძლება გადადგას სახელმწიფომ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: