ყვარლის რაიონში ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა
ყვარლის რაიონში ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა. მაშველები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივები უწყვეტ რეჟიმში სტიქიასთან გამკლავებას ცდილობენ. საჰაერო ძალას დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ვერტმფრენი დაემატა. ცოტა ხნის წინ კი პროცესში უკვე მესამე საფრენი აპარატის ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს. ადგილი მიუდგომელია და მეხანძრეებს ძირითად კერებამდე მისვლა უჭირთ. ამიტომაც, ცოტა ხნის წინ ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება მოხდა, რომლის საშუალებითაც, გზის გაყვანა, გასუფთავება მოხდება. მეტეოროლოგიური პირობები აქაც რთულია, კახეთში ძლიერი სიცხეა, რასაც ქარიც ერთვის თან. ამან კი ცეცხლის არეალის გავრცელებას შეუწყო ხელი. თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ახალსოფელიდან 5 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უკვე გახსნილია საგანგებო შტაბიც, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძარი ყვარლის რაიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი ყვარლის რაიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 24 აგვისტო, 2019 წელი
TV IMEDI
ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა ვე...
TV IMEDI
ყვარელში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს ტექნი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვარლის რაიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უდიები, სოფელი ზინობიანი: თემურ აივაზაშვილი
საქართველოს უდიები