ხმაური პოლიციის სამმართველოსთან - მანუჩარ ჩხეტია პატიმრობაში დატოვეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მის დაკავებას ხმაური მოყვა სამმართველოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და დაკავებულის ოჯახის წევრები იმყოფოდნენ. მათ ჩხეტიას დაკავება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის პოლიტიკური და პირადი მოტივით დააკავეს. ადგილზე მყოფი დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს დახმაფრება დასჭირდა. თავად დაკავებული, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ქმედებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მირადნა გოგოხია ამბობს, რომ, ჩხეტიას განცხადებით, საკუთარ პოზიციას სასამართლოზე დააფიქსირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. მასთან ერთად დღეს აიყვანეს ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი და პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძე, თუმცა მათ რამდენიმე საათის შემდეგ შენობა დატოვეს. ენმ-ის წევრები დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური და დაპირისპირება ბოლნისის პოლიციის სამმართველოსთან
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ჯგუფური ძალადობის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმპიჩმენტი ბოლნისის საკრებულოში - პოლიციის გაძლიერებული დაცვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ ტვიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქ ველოდებით ივანიშვილს, გაგვცეს პასუხი - მოკლული პოლიციელის...
Tv Kavkasia
აქცია გორის ბაზარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ზუგდიდში - სამართალდამცავებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავ...
Radio Atinati
დაკავებულების ადმინისტრაციული პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster