ხმაური პოლიციის სამმართველოსთან - მანუჩარ ჩხეტია პატიმრობაში დატოვეს

04/11/2019
Radio Atinati-ის მიერ

\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მის დაკავებას ხმაური მოყვა სამმართველოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და დაკავებულის ოჯახის წევრები იმყოფოდნენ. მათ ჩხეტიას დაკავება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის პოლიტიკური და პირადი მოტივით დააკავეს.

ადგილზე მყოფი დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს დახმაფრება დასჭირდა. თავად დაკავებული, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ქმედებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მირადნა გოგოხია ამბობს, რომ, ჩხეტიას განცხადებით, საკუთარ პოზიციას სასამართლოზე დააფიქსირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

მასთან ერთად დღეს აიყვანეს ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი და პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძე, თუმცა მათ რამდენიმე საათის შემდეგ შენობა დატოვეს. ენმ-ის წევრები დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან