პროკურატურამ ხელვაჩაურში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

12.12.2022 01:20

პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.        გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც  მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.   ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბრალის წარდგენა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე
01:10

ბრალის წარდგენა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა, დეპუტატ სულეიმანოვის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
02:22

პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა, დეპუტატ სულეიმანოვის მი...

Ajara TV

დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე
01:04

დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
01:46

პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს
06:28

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს

Ajara TV

პროკურატურა ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს
05:18

პროკურატურა ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეს უფლებამოს...

Ajara TV

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
02:09

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების...

საქართველოს პროკურატურა

ქობულეთის მერიის დარღვევებს პროკურატურა სწავლობს
05:24

ქობულეთის მერიის დარღვევებს პროკურატურა სწავლობს

Ajara TV

ყველა ვიდეო