შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა. ,,დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები. მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა. ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად. ვიმსჯელეთ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებზე, 2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამაზე უნდა იზრუნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ.’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც დაცული ობიექტებიდან განგაშის ოპერატიულად მიღებისა და რეაგირებისთვის ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსგავსი მასშტაბის ტექნიკურ განახლებას დაარსებიდან ამ დრომდე არ მომხდარა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ცხელი ხაზის 125-ის ბაზაზე შეიქმნა მულტიფუნქციური "ქოლ ცენტრი" და ერთიანი სწრაფი რეაგირების პულტი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის აპარატურა და განთავსდა სპეციალური ინვენტარი. მოხდა თანამშრომლების გადამზადება. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვა...
Vakhtang Gomelauri
გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მემორიალის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
Vakhtang Gomelauri
გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, სერ კლაივ ჯონს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო