გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
კიდევ ერთი ფიგურანტი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. ცნობილი ხდება იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეა, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ერთი ბრალდება უკვე წაყენებული აქვს. ყოფილი ძალოვანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, სააკაშვილის მარშრუტის დაგეგმვაში სწორედ ლორთქიფანიძე იყო ჩართული, მან შეიმუშავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის კონკრეტული სქემაც. თუ პროკურატურის ინფორმაციას დავეყრდნობით, ყოფილი მაღალჩინოსანი საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ელგუჯა ცომაიას პირველად ჯერ კიდევ რვა თვის წინ შეხვდა. საგამოძიებო უწყებამ სატელეფონო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, თუმცა ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე საქმეში ოდესის ოლქის პოლიციის ყოფილი უფროსის მონაწილეობას გამორიცხავს. ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას რუსეთის ინტერესად აცხადებს თავად სააკაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვრის უკანონო კვეთის საქმე - გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ...
TV IMEDI
ბრიფინგი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმ...
საქართველოს პროკურატურა
სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონონ კვეთა - ბრიფი...
MULTIMEDIA GE
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 10 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster