საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

24 აპრილს ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი და მემარჯვენე მარინ ლეპენი დაუპირისპირდებიან. საარჩევნო მარათონი 5 წლის წინანდელი სურათის მსგავსად დასრულდა, თუმცა, 2017 წლისგან გასხვავებით, ამჯერად ლეპენს გაცილებით მეტი ხმა აქვს აღებული. მნიშვნელოვანია, რომ, ულტრა-მემარჯვენეების კანდიდატის გარდა, მეორე ტურში მაკრონს მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ძალა უცხადებს. თუმცა პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვების მოსაპოვებლად რთული გზის გავლა მოუწევს. მეორე ტურის წინ ორივე კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს. წინა არჩევნებთან შედარებით, ამჯერად ლეპენის საარჩევნო გზავნილები გარკვეულწილად შეცვლილია, მაკრონის მთავარი გზავნილი კი სოციალური პრობლემების გადაჭრა და თავის დასაცავად ძლიერ ევროპაში ალიანსების შექმნაა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან